"მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე" - ვოლოდიმირ ზელენსკი
მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამვლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი დღითიდღე რთულდება.
„მე ასე ვფიქრობ, რადგან ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ დამცირების, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი. ახლა საზოგადოება ამაზე პოზიტიურად არ არის განწყობილი. როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე, დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
