Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 281 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 800 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა. ფორუმი ქუთაისის მერიის "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერ პროგრამაში“ გამარჯვებული პროექტის „თაობათა დიალოგის“ მიერ იქნა ორგანიზებული. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იძულებული არიან, პრეზიდენტს კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები.
„ქართული ოცნების“ განცხადება არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და პირდაპირ რუსეთის მიმართ ბოდიშის მოხდაა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცორიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის და მთავრობის წევრები ფიქრობდნენ, რომ რეგიონში რთული მდგომარეობის დროს, როცა უკრაინაში ომია, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო. ასე განმარტა უარის თქმის მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილს არ დართეს ნება ოფიციალური ვიზიტები გაემართა.
იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობის თაობაზე ქმედითად გვეპასუხა, იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი, არღვევს თუ არა საკონსტიტუციო ნორმებს, როცა ის საზღვარგარეთ მაღალი დონის წარმომადგენლებს ხვდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.
მარიუპოლში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალი გადაუკეტეს, ქალაქი ალყაშია, საკვები ვერ შედის, გარდა დაბომბვისა, ასეთი სასტიკი ფორმით ხოცავენ ხალხს, ბავშვების ჩათვლით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.
პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები დღეს უკრაინაში ჩავლენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, სამი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ მოწინააღმდეგის ოთხი ერთეული ვერტმფრენი, ერთი ერთეული თვითმფრინავი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 15 მარტის დილის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული.