ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი. ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან, ამას ვინმე წარმოიდგენდა?! - ასე აფასებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აშშ-ის საელჩოში ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.
პირველი ივლისიდან ქუთაისში, გორაზე და ჭომის დასახლებაში, სატესტო რეჟიმში ახალი მიკროავტობუსები იმუშავებს.
ოდესის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 18 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ მარშენკო „ტელეგრამში“ იუწყება.
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ჩამოშლილი ლოდები კი ტრაილერებს დაეცა. შემთხვევა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე დილით მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“. ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს.
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
უკრაინაში ომი, დაწყებიდან 2-3 თვეში უნდა დასრულებულიყო, რადგან აშკარაა, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს ვერ ახორციელებს, - ამის შესახებ FirstNews.ge - თან საუბარში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს.
ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გლობალური პროცესების გაკონტროლებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პოპულისტური ნაბიჯია. ეს არის რეგიონში არასტაბილურობის მიზანმიმართული წაქეზება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯიამ „სპუტნიკ-აფხაზიას“ პრესცენტრში საუბრისას განაცხადა.
სამი ადამიანის წასვლა არის უნიკალური პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის წასვლას.
