იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან სანიკიძე დაინიშნა.
ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგეხსენებათ, წელს ძალიან რთული წელია მთელ მსოფლიოში, არა ერთი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ჯერ იყო პანდემია, მერე ეს ომი, დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ. იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება შევინარჩუნოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ეკლესია დიდ ორშაბათს სინანულისკენ მოგვიწოდებს - “რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ”.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 970 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 357 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.49%.
ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს ოსანა მისთვის. ვმადლობდეთ მას, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან, დიდება და მადლობა მას თავისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასს ადამიანს ტრადიციულად მიმართა, რა დროსაც უკრაინაზეც ისაუბრა და ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობა უსურვა.
დონბასისთვის ბრძოლა ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგა.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ ძმებსა და დებს, საქართველოს ჩვენი მოქალაქეების საქართველოში მიღებისთვის, მადლობა თქვენი თანადგომისა და ზრუნვისთვის, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.