იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
რუსულმა ძალებმა ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც შეუძლია, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ამ განცხადებით მან უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების არმიწოდებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
დღეს, FirstNews.ge-მ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ლატვიის დელეგაცია მიიღო.
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა, – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული მედია ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დღეს კრემლში გაკეთებული განცხადებების შესახებ.
დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 626 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 399 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.87%.
დღეს, ქუთაისში, სასტუმრო „Best Western”-ში CSRDG სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.