"კონსტიტუცია არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი"
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
„ჩვენ, ხალხი“ – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.
დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
