სცენარი შეიცვალა, სააკაშვილს აღარ ახსენებენ, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა, ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება - ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
„ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არჩევნებზე ცდილობს, საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება და ამის საფუძველი მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ანგარიშები იყოს. არ სჭირდებოდა რამდენიმე დღე მის მიერ საბუთების გადაცემას პროკურატურისთვის, ამას სჭირდებოდა ზუსტად ერთი წუთი, შეეძლოთ ელექტრონულ მისამართზე ჩაეგდოთ ან ფიზიკურად მიეტანათ, თუ ეს უკვე იყო გამზადებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7766 ლარი ეღირება, ევრო – 3.0162 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5896 ლარი.
„თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
სკალპის ინტენსიური მასაჟი, თმის ცვენის არასწორი კონტროლი, თმის ყოველდღიური დაბანა, ნიღბები აგრესიული ინგრედიენტებით, პირსახოცით არასათანადო გაშრობა, დავარცხნა ფენით, მშრალი შამპუნის ხშირი გამოყენება, თმის ზედმეტად ცხელი საშრობით და უთოთი დაყენება და თმის შეჭრაზე უარი აუარესებს თმის მდგომარეობას, პოპულარული მითების საწინააღმდეგოდ.
მარტში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები გველოდება. ასევე დაგაინტერესებთ სტატია რეტროგრადული ვენერას შესახებ და სასურველია, ასტროლოგიური მოვლენების შესახებაც გქონდეთ ინფორმაცია.