საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7047, ევრო – 3.1310, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5610 ლარი ეღირება.
პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნა, იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მე ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება - უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თვითონ ზელენსკი არც არის ჩახედული, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7056, ევრო – 3.1223, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5422 ლარი ეღირება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა.
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
მიუხედავად საქართველოში მძვინვარე მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეა, რაც არ უნდა იურიდიულად, ფინანსურად პრობლემები შეგვიქმნან, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ყოველთვის იარსებებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „ვარდების რევოლუციის“ 22 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მე ვმუშაობდი დღე და ღამე, ბევრი მანიაკს მეძახდა, „კოკაინზე“ ზისო მივრცელებდნენ, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ, თუ საიდან მოდიოდა ამდენი ენერგია - ახლა საქართველო სრულად საწინააღმდეგოა იმის, რაც 2012 წლამდე იყო. ჩვენ ყველგან მოვყავართ, როგორც წარუმატებლობის, ჩამორჩენილობის, არნახული რეგრესის მაგალითი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც „ვარდების რევოლუციიდან“ 22 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.
