" განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში"
განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში და ეს გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ უმაღლესი განათლების რეფორმის გატარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია თითოეული საკითხის სიღრმისეულად განხილვა.
„მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორც წარმატებით პირადად მე უზუნველვყავი შვიდი არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ, ზოგადი განცხადებების ნაცვლად, მომავალში მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემაზე. როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან მომავალშიც იქნება სრული მზაობა ამისათვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ინტერპელაციები, განხილვები, ანგარიშის მოსმენები წარიმართება სწორედ ასეთ ფორმატში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდება. მადლობა განათლების მინისტრს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
