December 20, 2025

"ბრიუსელიდან არ მოგვისმენია დაგმობა, რომ ადამიანის დაწვა მიუღებელია, ამიტომაც არიან დიდ გულზე ადამიანები, რომლებიც სხვებს ცოცხლად წვავდნენ"

ერთადერთი მიზეზია, რატომ არიან დიდ გულზე ის ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანს ცოცხლად წვავდნენ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მიზეზია ის, რომ ბრიუსელი ამგვარ ქმედებებს ამართლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელიდან და მისი ელჩის მხრიდან არც ერთი დაგმობა არ მოგვისმენია.

„ერთი წინადადება არ მოგვისმენია, სადაც იქნებოდა სიტყვათა წყობა, რომ მიუღებელია „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება პატრიოტული, ევროპული და სხვა მიზეზის გამო ადამიანის დაწვა არ შეიძლება. ევროპაში ინკვიზიციის დროს წვავდნენ, მაგრამ მგონი, ეს ყველაფერი ევროპამ გადალახა, რომ ახლა კიდევ გაამართლოს „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება და სხვა ადამიანების დაწვა იდეოლოგიური მოსაზრებებით. ვინც სხვა ადამიანის დაწვას ამართლებს იდეოლოგიური მოსაზრებებით, ჩარჩენილია შუასაუკუნოვან ინკვიზიციურ მორალში, რაც ასევე ევროპული მორალია, მაგრამ ეს თუ არის ევროპა, გვითხრან. ისინი თუ ​ინკვიზიტორები არიან და შუა საუკუნის ევროპის მორალი აქვთ, შუა საუკუნის ევროპისკენ მიგვაქანებენ, ესეც უნდა თქვან.

ვინც პოლიციელებზე ძალადობდნენ, პარლამენტის შენობას განზრახ წვავდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და ცეცხლს უკიდებდნენ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ დანაშაულის შინაარსს ვერ ხედავენ, არის ის, რომ ევროკავშირის ელჩი არ გამოვიდა და ეს ანტიევროპული ქცევა არ დაგმო. აბა, გამოვიდეს. ამიტომაც არ ამბობენ არაფერს, რადგან იციან, რომ იმ წამში, როგორც ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პარლამენტის შენობის დაწვა არ ჯდება პროტესტის გამოხატვის არანაირ ფორმაში და ეს არ არის ევროპული ქცევა, მეორე წამში ყველა შეცვლის საკუთარ ნარატივს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 81 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.