25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ თქვენი ურთიერთობა ახლახან დაიწყო, ფრთხილად იყავით — მრისხანე მარსი თქვენს წყვილში კონფლიქტების გამოწვევას შეეცდება. ნუ გაურბიხართ პრობლემის განხილვას, რომელიც თქვენს ინტერესებსაც ეხება.
ბოლო დღეებში ძალიან დაძაბულად მუშაობთ, თუმცა საქმე არ ილევა. ვარსკვლავები გირჩევენ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და საქმეებზე დრო გონივრულად გადაანაწილოთ. თუ შესაძლებელია, დამხმარე აიყვანეთ ან საქმის ნაწილი კოლეგას გადააბარეთ. მოერიდეთ საეჭვო ავანტიურებს, განსაკუთრებით თუ მათში თითქმის უცნობი ადამიანი გითრევთ — ამ ნაბიჯით შეიძლება სასწორზე არა მხოლოდ თქვენი ავტორიტეტი, არამედ ქონებაც დადოთ.
ეს დღე იმიჯის შეცვლისა და ორგანიზმის გაკაჟებისთვის იდეალურია.
კურო
ამ დღეს მცირე ყურადღებაც კი განწყობას შეგიქმნით. ახლობელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და საყვარელ ადამიანს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაუყენოთ. ეცადეთ, ნათესავებთან ან მეგობრებთან ძველ დაპირისპირებებს წერტილი დაუსვათ.
ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის პროექტი თამამად დაიწყოთ. გვერდს ნუ აუვლით ყველაზე მოულოდნელ იდეებსაც კი, რომლებიც თავში მოგივათ. ორიგინალური გადაწყვეტილება შეიძლება სტაბილური შემოსავლის წყაროდ იქცეს. არასწორი კვების გამო შესაძლოა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ მენიუდან ცხიმიანი და ცომეული საკვები ამოიღეთ.
ტყუპები
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება დიდწილად თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. დაოჯახებულ ტყუპებს უსიამოვნო საუბრის შემდეგ ოჯახური ვახშმის მოწყობას ვურჩევთ. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა ახალი ამბების გაზიარებისა და ოჯახური კავშირების განმტკიცებისთვის.
სამსახურში გუნდური მუშაობა თქვენი წარმატების გასაღები გახდება — ძალების გაერთიანებით წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწევთ. მალე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება — გამორიცხული არ არის მოგება, ვალის დაბრუნება ან სარფიანი შენაძენი. ეცადეთ, ძილის წინ მომავალ წარმატებებზე იფიქროთ - სასიამოვნო ფიქრები თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
კირჩხიბი
თუ მეორე ნახევარს ეძებთ, გაბედულად იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ! მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისას, რომლებიც საერთო ქონებას, ფინანსებსა თუ ყოფით საკითხებს ეხება, ოჯახის წევრების ინტერესები აუცილებლად გაითვალისწინეთ. ასტროლოგები გირჩევენ, მთელი ყურადღება დიდ პროექტებზე გადაიტანოთ, რომელთა დასრულებაც მოკლე დროში შეიძლება.
უახლოეს ხანებში სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები გელით. ყური დაუგდეთ ინტუიციას. თქვენი სხეული თავად გიკარნახებთ, რა სჭირდება, უბრალოდ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ.
ლომი
მარტოხელა ლომებმა კომუნიკაციის უნარების განვითარებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ეცადეთ, უფრო თავისუფლად მოიქცეთ და საყვარელი ადამიანის პოვნის შანსები უფრო გაიზრდება.
მოჭარბებული ემოციები აკონტროლეთ, რომ გაცხარებისას საყვარელ ადამიანებს გული არ ატკინოთ. ორიოდე კვირაში შოპინგისთვის ხელსაყრელი დრო დადგება, მანამდე კი უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვას ერიდეთ და ბიუჯეტის დაგეგმვით დაკავდით.
მალე შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, განსაკუთრებით გულსა და ნერვულ სისტემას გაუფრთხილდით.
ქალწული
ყველა საოჯახო საქმეს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, უმჯობესია, ნაწილი ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ, თორემ დაღლილობა დიდხანს გაგყვებათ.
სასიამოვნო პერსპექტივების მიუხედავად, პარტნიორებთან ფრთხილად იყავით — შესაძლოა, თქვენი ფარული მტრები გააქტიურდნენ და თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადონ. ნებისმიერ პრობლემას მშვიდად შეხვდით, თუმცა იცოდეთ, რომ სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
ჯანმრთელობას ნუ უგულებელყოფთ, მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებები. სუფთა ჰაერზე გასეირნება ან საყვარელი საქმიანობა ემოციურ განტვირთვაში დაგეხმარებათ.
სასწორი
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას უფრთხილდებით, არ დაივიწყოთ რომ თქვენმა პრეტენზიებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. გარშემომყოფები თქვენგან დათმობებს ელიან და თქვენც თმობთ, თუმცა შემდეგ საკუთარ თავს სისუსტის გამო საყვედურობთ.
კოლეგებთან არაფორმალური ურთიერთობა სასარგებლო იქნება, თუმცა სუბორდინაცია არ დაივიწყოთ. კარგი პერიოდი როგორც დაგეგმილი, ისე იმპულსური შენაძენებისთვის. თუ გრძნობთ, რომ მუდმივად სადღაც ჩქარობთ და ჭამასაც ვერ ასწრებთ, აუცილებლად ტემპი შეანელეთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
მორიელი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალი ნაცნობობა ისეთი სასიამოვნო არ იქნება, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ოჯახში მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა. ხშირად, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ უმჯობესია წყენა დაივიწყოთ და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ. თქვენი დიპლომატია და შეცდომების პატიების უნარი ოჯახური სიმყუდროვისა და მატერიალური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის საუკეთესო პირობას შექმნის.
ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთის ყიდვას არ გირჩევთ, რადგან ის შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს. ეცადეთ ეს დღე საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვას დაუთმოთ.
მშვილდოსანი
რომანტიკული ფილმი ან სერიალი შესაბამის ატმოსფეროს შექმნის და პარტნიორთან დაგაახლოებთ. ახლა საუკეთესო დროა მეგობრების გარემოცვაში დასვენების ან ერთობლივი მოგზაურობისთვის, რაც თქვენს ცხოვრებას ახალი შთაბეჭდილებებით გაამდიდრებს.
სამსახურში ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდეთ და საკუთარ გამოცდილებას ენდეთ. კოლეგების და პარტნიორების შეთავაზებებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ — შესაძლოა ხელსაყრელი და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზონ. თუ სიბრძნეს გამოიჩენთ, ამ დღეს შეიძლება გავლენიანი ადამიანის დახმარებით მომავალ კეთილდღეობას საფუძველი ჩაუყაროთ.
მეტი ისეირნეთ და ირბინეთ — მსუბუქი კარდიო-დატვირთვა ძალიან წაგადგებათ.
თხის რქა
ურთიერთობების გარკვევას მოერიდეთ — დაძაბული ემოციური ფონის გამო ამ დღეს უმნიშვნელო კამათიც კი შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
სამსახურში მუშაობის ძველ, გამოცდილ მეთოდებზე მეტად, ახალი, ორიგინალური საშუალებები გაამართლებს. თუ დაწყებული საქმის დასრულებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ზოგი საქმე კოლეგებს გადააბაროთ.
მოერიდეთ ემოციური განცხადებების გაკეთებას, რის გამოც მალე ბოდიშის მოხდა მოგიწევთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დროა გეგმური გამოკვლევები ჩაიტაროთ.
მერწყული
ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებისთვის დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ახლა საკუთარი სიმართლის მტკიცების დრო არ არის, თუნდაც გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენი აზრია სწორი. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ საღ აზრს სძლიოს.
დღეს კრედიტის აღებას არ გირჩევთ, სცადეთ თანხა სხვა წყაროებიდან მოიძიოთ. კოლეგებთან პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდეთ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. დღის ბოლოს შეიძლება კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ მძიმე და ცხიმიან კერძებს უნდა მოერიდოთ.
თევზები
მხარი დაუჭირეთ მეგობარს, რადგან მის წინაშე დავალებული ხართ. საქმეებში სიმშვიდე დაისადგურებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს წარმატების გასაღებია — განავითარეთ უნარი, რომელიც სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც გამოგადგებათ.
ფულს ნუ გაფლანგავთ და ფინანსურ რისკებს მოერიდეთ. თუ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაჩნდა, აუცილებლად გამოიყენეთ. ფრთხილად იყავით, რადგან ამ დღეს ტრავმების, კონფლიქტებისა და ავარიების მაღალი ალბათობა არსებობს.
სიახლეები
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
