"სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირი მიგრაციის კუთხით დღეს სერიოზული პრობლემების წინაშე დგას - რეალურად ევროპულმა ბიუროკრატიამ, მათ შორის აბსოლუტურად გაუმართლებელმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ევროკავშირი აქამდე თავად მიიყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპულმა ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
“ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
