ლევან ზალკალიანი და ლევან მგალობლიშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს შეეხო.
განიხილეს დაგეგმილი პროექტები, რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა.
ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
