საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6802 ლარი ეღირება, ევრო – 2.8555 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3092 ლარი.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დელეგატებს ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“ და ველნეს სპა ,,Be Healthy დაათვალიერებიეს.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს.
შეკრების დაგეგმვა ძალიან ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა - საზოგადოება გრძნობს ხიფათს იმისა, რომ ეს საერთაშორისო არენაზე, თუნდაც რეგიონში დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს და შეირყეს ის სტაბილური პროცესი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად ახასიათებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 29 აპრილს, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა - ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია , - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რვა ოლქს თავს დრონებით დაესხნენ.
თუ ვინმე არის პროვოკატორი და მოძალადე, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც იცოდა რა მოჰყვებოდა რუსული კანონის თავიდან შემოტანას და რომელსაც უკვე ნანახი ჰქონდა ეს ყველაფერი. მათ არ უნდათ ევროპული მომავალი და რუსული კანონის შემოტანაც არის ამის დასტური, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.