June 15, 2025

აპრილი 17 2025

სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


აპრილი 17 2025

გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მარტო პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზეც, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას მოსამართლემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არდასწრების გამო 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.


აპრილი 15 2025

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის განმეორებითი ინფილტრაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.


აპრილი 15 2025

ეს კომისია შექმნილია კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების, სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების, თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას - მე რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს! , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურის კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.


აპრილი 15 2025

დღეს "თბილისი არენაზე" საქართველოს თასის ნახევარფინალი გაიმართა.


აპრილი 14 2025

“ჩვენი ხელისუფლების ტაქტიკად იქცა საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებზე დასავლეთის რეაქცია გაასაღოს მტრულ ნაბიჯებად. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას თვითკრიტიკულობის ნასახი არ გააჩნია და მუდმივად ცდილობს იქით გადავიდეს შეტევაზე. თუ ასე გააგრძელეს, საბოლოო შედეგი იქნება სრული ბუნკერიზაცია და იზოლაცია იმ სამყაროსგან, რომლისკენ სწრაფვაც ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული.


აპრილი 14 2025

არ ვიცი ზელენსკი კომპეტენტურია თუ არა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.


აპრილი 14 2025

“ქოცი” უდრის “ნაცს” კი არა, “ქოცი” უდრის “ქოცს”. აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას.


აპრილი 14 2025

ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ! - პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის "ოცნების" "გაპრავება", წერტილი! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაწერა.


აპრილი 14 2025

საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.


გვერდი 15 სულ 1328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.