"პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები" - სალომე ზურაბიშვილი

პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობს.

ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიცია ერთობას მაინც მიაღწევს.

„ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ ერთობა და მოვიგოთ არჩევნები, რომელსაც ესენი ნამდვილად წააგებენ. დღეს მე არ ვიცი „ოცნების“ მხარდამჭერი, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უშუალოდ ბოტებად მუშაობენ, კომპრომატებით არიან დაჭერილი და ფულით არიან გადაჯაჭვული „ოცნებასთან“. „ოცნების“ სხვა, თავისუფალი მხარდამჭერი მე არ ვიცი. „ოცნება“ შეეხო ყველა სფეროს, ჯგუფს. არავინ არ არის, რომელიც რეალურად ამ ვითარებაში უვნებელი დარჩა. „ოცნება“  შეეხო დიასპორას, მშობლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, ყველა უნივერსიტეტს. ხვალ შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, რომლებიც ჯერ ფიქრობენ, გადავრჩითო. არავინ არ გადარჩა. „ოცნება“ შეეხო ბიზნესსაც. ყველაფერი აკრძალულია ქვეყანაში და ვინ უნდა იყოს „ოცნების“ მხარდამჭერი? სახელმწიფო პრაქტიკულად აღარ არსებობს, არც საზღვრები, ჩვენი თავდაცვა რა დღეშია, ომია ჩვენ ირგვლივ და უსაფრთხოების საბჭო არ იკრიბება. ეს არის სახელმწიფო? ეს ვინმეს უნდა მოსწონდეს, თუ „ოცნებასთან“ მიჯაჭვული არ არის ადამიანი სხვადასხვა ხერხით?

მე ვარ ძალიან იმედიანად, რომ ჩვენ მოვიგეთ უკვე ბოლო არჩევნები. მოვიგებთ ახალ არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერად, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას, ერთმანეთის მოტყუებას, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეგვიშალა და რასაც დღესაც ვხედავთ რამდენიმე პარტიისგან. არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებსა და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 113 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 06 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.