ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს.
„გუშინ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. დრონების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ერთობლივი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურმა, ადგურ გუნბამ.
მისი თქმით, დრონების „99% განადგურდა, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში იპოვეს“.
შეგახსენებთ, ღამით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
