"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას" - ნიკა გვარამია
რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ პია კაუმა რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისას, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებას: „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“.
როგორც ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ ვიზიტის გაუქმება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დამსახურებაა.
„ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის ვიზიტის გაუქმება, ვინაიდან, დათქმა, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიანად შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც 40 დღეა აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. ქართველი ხალხის შემდგომ, ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის დამსახურება.
აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ თავის თავს და ბელადს, ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია იქნებოდა შეცდომა. ეს შეცდომა სამწუხაროდ დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ არ განმეორდა ეუთო-ს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა - ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე