ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.
რუსული სპორტული გაზეთის „სპორტ-ექსპრეს“-ის («Спорт-экспресс») დღევანდელ, 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ წარსულში საქართველოში და საბჭოთა კავშირში ცნობილ ფეხბურთელ ანზორ კავაზაშვილთან, რომელსაც 19 ივლისს იუბილე აქვს - იგი 80 წლის ხდება. იუბილარს ესაუბრებიან ჟურნალისტები ალექსანდრ კრუჟკოვი და იური გოლიშაკი.
აზერბაიჯანის გაზეთ „კასპიი“-ში («Каспий») დღევანდელ, 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აუწეველი ტვირთი: მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი რეგიონულ ლიდერად წარმოიდგინა“, რომელშიც საკმაოდ ირონიული ტონითაა განხილული უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გაცხადებები, განსაკუთრებით კი მისი გამონათქვამი რეგიონული ლიდერობის თაობაზე:
აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 77 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი ფეისბუქ გვერდის გატეხვას ეხმაურება:
სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესაძლო განხორციელება არასდროს უხსენებიათ, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში გამართული „ქურდული შეკრების“ და "ქურდული სამყაროს" წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ვიდეო ფორმატში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
