"დიდია ჩვენი მწუხარება"- პატრიარქის სამძიმარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხევსურეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.
გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.
ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები - ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.
აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმარში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
