"საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ილია II-ის ხსოვნა, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმიდესი ბართლომეს განცხადებაშია ნათქვამი.
მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან.
“საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოვხატავთ ჩვენს ღრმა სამძიმარს - საქართველოს ღვთისმოსავი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის მამობრივი სიყვარულის, ასევე, მისი პატივცემული პიროვნების მიმართ ქართველი ხალხის შესაბამისი გულწრფელი სიყვარულისა და ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით. მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდის, რომლის დროსაც უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, რომლის მიმართაც მას ღრმა პატივისა და მადლიერების გრძნობა ჰქონდა. ჩვენს სამძიმარს და პირად მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას და მის ერთგულ მრევლს. მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის ცოცხალთა ქვეყანაში და მართალთა სავანეში, რომ ეკლესიის აღმაშენებელმა და მთავარეპისკოპოსმა, აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე.
საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ილია II-ის ხსოვნა”, - ნათქვამია წერილში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
