გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკური მიმომხილველის ფედორ კრაშენნიკოვისსტატია-კომენტარი სათაურით „ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება“. რომელშიც იგი მიუთითებს: მოსკოვში შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რჟიმის დარღვევა იმის დემონსტრირებაა, რომ კრემლის საგარეოპოლიტიკური ამბიციები არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე გავლენის მოხდენისათვის“.
თურქეთის პრესაში, მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე, 1920-1921 წლის მოვლენების შესახებ აქტიური დისკუსია არის გამართული პროსამთავრობო და ოპოზიციურ გაზეთებში.
„პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ქმნის მორიგ პანიკას, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს და არ მივიდნენ არჩევნებზე”, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა.
საქართველში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 124 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
„მე არ ვპროგნოზირებ არაფერს, მე ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს“ – ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რითაც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას გამოეხმაურა.
"ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აღნიშნავს, ამერიკულ გაზეთ „უოლ-სთრით ჯორნელ“-ში («The Wall Street Journal») გამოქვეყნებულია ჟურნალისტური გამოკვლევა სათაურით „თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი ბოევიკი მთიან ყარაბაღში იბრძვის“ (ავტორი - რაჯათაბდულრაჰიმი), რომელშიც საუბარია თურქეთის როლზე მებრძოლების გადაყვანაში სირიიდან კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის ფრონტზე, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.
რუსული გაზეთის „კომსომოლსკაია პრავდას“ («Комсомольская правда») დღევანდელ, 15 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კიდევ სად შეიძლება ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე ომი გაჩაღდეს“ (ავტორი - იგორ ემელიანოვი), რომელშიც საუბარია იმ ქვეყნებსა და რეგიონებზე, სადაც შესაძლოა, ყარაბაღის მსგავსად, საომარი მოქმედებები დაიწყოს - მოლდოვაში (დნესტრისპირეთში), უკრაინაში (დონბასში), ყირგიზეთში (ოშის ოლქში), აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში).
