"მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია"
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნქთი აპარატები, არამედ, საექიმო რესურსი, რომელიც ამოწურვადია.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა განსაზღვრავს პანდემიის გავრცელების პიკსაც.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდომიოლოგების მხრიდან, ამაში ჩვენ ვგულისხმობთ პირბადეეების ინტენსიურ გამიყენებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, საკმარის ჰიგიენასა და სოციალური დისტანცირებას. ყოველივე ეს განსაზღვრავს შემდგომი პერიოდის რიცხვს, თუ რა იქნება გავრცელების პიკი.
ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც მუდმივად ვაკეთებ კომენტარს, რომ მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და არა სასუნთქი აპარატი, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ყველა ის ზომა დავიცვათ, რომელიც პანდემიის პერიოდშია მოწოდებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
