რა დაეხმარა მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ გამარჯვებაში? გამართლებულია თუ არა ოპოზიციის პროტესტი? რადიოსადგური „დოიჩე ველე“ («Deutsche Welle») სამხრეთ კავკასიაში არსებული გერმანული ფონდების წარმომადგენლებს ესაუბრება პუბლიკაციაში „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები გერმანელი პოლიტოლოგების თვალით“.
ბრიტანულმა გავლენიანმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმს“-მა («Financial Times») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სამხრეთ კავკასიაში დიდი სახელმწიფოების მეტოქეობა მწვავდება // საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში იმ პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც მსხვილი დასავლურ ინვესტიციების მოწინააღმდეგეა“ (ავტორი - ტონი ბაბერი).
ამერიკული პოპულარულ ჟურნალ “ნეიშენელ ინთერესთ“-ში («The National Interest») გამოქვეყნებულია ორი სტატია საქართველოს შესახებ, რომლებშიც გაანალიზებულია ქვეყნის მდგომარეობა და პერსპექტივა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მის მეზობლად მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირიან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და თავშეყრები, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყარო გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს, რეგულაციები კი რომელიც არსებობს მოსახლეობამ უნდა დაიცვას.
3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +16, +21 გრადუსი იქნება.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 ადამიანი.
"პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან აგრძელებს,"- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
