"დარწმუნებული ვარ, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და მოიქცევა ისე, როგორც ქართველ ამომრჩეველს ეკადრება"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, 31 ოქტომბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში, იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთობლოვად იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადაჭრაში.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს პანდემიის პირობებში როცა მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთობლოვად იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისგებლობას და შესაბამისად მოიქცევა როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს, იმ მოლოდინებს და იმ პასუხისგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, პირველ რიგში ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რეგინული გამოწვევები, არის უაღესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
