რომელი მარშუტით იმოძრავებს ქუთაისში 10 ახალი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა.
მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ათივე ახალი ავტობუსი 19 ნოემბრიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე, ხოლო 4 ავტობუსი - ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე.
#1 (მარცხენა წრიული) ავტობუსი მოძრაობას იწყებს წითელი ხიდიდან (ფალიაშვილის ქუჩა), გაივლის რუსთაველის გამზირს, ზვიად გამსახურდიას ქუჩას, ჭავჭავაძის გამზრის, ლადო ასათიანის ქუჩას, აღმაშენებლის ქუჩას, წერეთლის ქუჩას ( ბალახვნის ცენტრიდან- მანდარიას ქუჩის გავლით), თამარ მეფის ქუჩაზე და ასრულებს გეზს ფალიაშვილზე. N1 (მარჯვენა წრიული) ავტობუსი მოძრაობას იწყებს რუსთაველის ხიდიდან, გაივლის წერეთლის ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს, ასათიანის ქუჩას, ჭავჭავაძის გამზირის , ზვიად გამსახურდიას ქუჩას, რუსთაველის გამზირს და ასრულებს ისევ რუსთაველის ხიდზე.
# 4 ავტობუსი მოძრაობას იწყებს ავტოქარხნის ბოლოდან ანუ ხარებავს ქუჩის 52 -დან, გაივლის ავტომშენებლის, ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, აღმაშენებლის მოედანს, ფალიაშვილის ქუჩას და წითელ ხიდს.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
