“ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის პირველივე კადრებში გამოჩნდა, რომ ის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ სცენისთვის. ეს მისთვის იყო, ერთგვარად, ფსიქოლოგიური რეპეტიცია ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგომად. ამასთანავე, მან პირველივე განცხადებებით პოლიტიკაში დარჩენის პრეზენტაცია გამართა. მერაბიშვილი მაქსიმალურად შეეცადა, გადაეფარა ხმები იმის თაობაზე, თითქოს მას ციხიდან უშვებენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაურიგდა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც... ის პოლიტიკაში რჩება, მაგრამ ჯერჯერობით რთული სათქმელია, რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ. მერაბიშვილი, შესაძლოა, წავიდეს “ნაციონალურ მოძრაობაში” ან “ევროპულ საქართველოში”, თუმცა ასევე შესაძლებელია შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს“ / “ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერის გარეშე”.
24 თებერვლიდან პირველ მარტამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ ხნის განმავლობაში თითოეული ადამიანის შესაძლებლობები, მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება შეუზღუდავი გახდეს. შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ – ყველაფერს გაუმკლავდებით!
ილია ჭავჭავაძისა და იოსებ სტალინის ურთიერთობა საზოგადოებაში ხშირად არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს...
25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის "42 წელია სამიზნეა", სასულიერო პირები პირველ კომენტარებს აკეთებენ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა.
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე, თურქეთის ვანის პროვინციაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5.
მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი, სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეზოში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა.
ალბათ რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ყაყაჩოსგან მომზადებული დესერტი არ უყვარს.
