პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე 18 ადამიანი დააკავეს
პარიზში, რასიზმის წინააღმდეგ გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე 18 დემონსტრანტი დააკავეს.
აქცია 2016 წელს დაღუპული 24 წლის ფერადკანიანი ადამ ტრაორეს მხარდამჭერი კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.
მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
2016 წლის ზაფხულში 24 ადამ ტრაორე პარიზის გარეუბნიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაიღუპა, რასაც წინ სამართალდამცავებთან დაპირისპირება უძღოდა. ტრაორეს ოჯახის წევრები შვილის მკვლელობაში პოლიციას ადანაშაულებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა დაიღუპა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
