"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება", – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ დავით გარეჯში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ინტერნეტგვერდების მფლობელებს ახალი მოთხოვნები უწესდებათ. საქმე ისაა, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში სექტემბრიდან ვიდეოებზე გაჩნდება სპეციალური შემზღუდავი ნიშნები +18, +15, +12 და +7, რომელიც მომხმარებელს ანიშნებს, რა ასაკის ადამიანებისთვის არის დასაშვები ვიდეოსა თუ კონტენტზე წვდომა.
მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ჩვენი უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს.
დღეს, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მიწვევა „გონივრული აზრია“.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წაუყენეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.
