შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 1986 წელს დაბადებული პ.ყ. დააკავეს.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
„საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი ქვეყნის დაზიანებაა”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობის შესახებ თემაზე კომენტირებისას.
ქუთაისში მამას, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში,
გურიაში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის
უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში დაიღუპნენ უკრაინული ტელეარხის, Freedom-ის ჟურნალისტი ალიონა გრამოვა(გუბანოვა) და ოპერატორი ევგენ კარმაზინი. ისინი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში მუშაობდნენ.
ასეთი ტიპის მოპყრობა, რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ, დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? - ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძეწერს, რითაც ეხმაურება 22 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.
აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებას.
რუსეთის მიერ განხორციელებული დრონების თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ორი ჟურნალისტი დაიღუპა.
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
