ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ლარი შეადგინა.
“უკანასკნელ პერიოდში არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მისდამი ეპარქიული კომისიის მიერ დასმული საკითხების კონტექსტში ხშირად ახსენებს ჩემს სახელსაც”, – ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
,,მე მგონი ჩვენ გამოვედით იმ რაღაც მონური იდეოლოგიური დამოკიდებულებიდან, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ან არ ჩათვალოს, გადაწყვიტოს ან არ გადაწყვიტოს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა. არავისგან ამის აღიარება არ არის საჭირო. ამ პარლამენტს ლეგიტიმურობას აძლევს ხალხი და მათი მხრიდან მიღებული მანდატები, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, გახარიას პარტიის წევრების განცხადებას, რომ პარლამენტში მათი შესვლა, მისი ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, ადმინისტრაციული წესით მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს , 1 ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
,,სანამ საზოგადოებაში არ გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულების კონსოლიდაციისა და კაპიტალიზაციის უნარი არ ექნებათ, იმ ვითარებაში ვიქნებით, რომელშიც ვართ''- აცხადებს გია ხუხაშვილი.
„პარტიის საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციურობას თუ ანტიკონტიტუციურობას რაც შეეხება, ეს ყოველთვის იყო ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
