,,ყველამ კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად დარბის "- ეკა სეფიაშვილი
„საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი ქვეყნის დაზიანებაა”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობის შესახებ თემაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად დარბის.
„რადიკალების მიერ ქვეყნის ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებებში ჩანს ორი მიდგომა: ჯერ დარბიან ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში და ითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებას და როცა ეს არ გამოსდით, ცვლიან თავიანთ ნათქვამს და აცხადებენ, იმიტომ დავრბოდით, საქართველოსთვის ხელი უნდა შეგვეწყო. სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ ისინი სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად დარბიან”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
