"გახარიას შემცვლელზე საუბარი არის თქვენს მიერ მოგონილი ამბავი," - მდინარაძე
„ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შემცვლელზე საუბარი მოგონილი ამბავია.
,,ჩვენ წინა დღეების განმავლობაში ვნახეთ უდიდესი სპეკულაციები. დიდი ბოდიში ყველასთან, თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, უბრალოდ სტუდიაში ჭორაობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რადგან გახარია არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ სხდომას, ამიტომ ეს იყო ერთადერთ არგუმენტად მოტანილი შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, იმ ტელევიზიის და კონკრეტული რადიკალური პარტიების სამწუხაროდ, საბედნიეროდ, ჩვენთან არანაირი დაპირისპირება არ არის. დღესაც არ იყო გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა.
გახარიას შემცვლელზე საუბარი არის თქვენს მიერ მოგონილი ამბავი, რომლითაც საზოგადოებას ატყუებთ. პირდაპირი და ძალიან ბინძური სპეკულაცია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის. ყველას კარგად ესმის იმ გამოწვევის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არსებობს. ჩვენ ისედაც არ გვქონდა არანირი პრობლემა ურთიერთობებში და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვითავისებთ“ ,- განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
