კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიშელის მიერ მიღებულ 6-პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, საუბრის დეტალების გაჟღერების უფლება არ აქვთ, თუმცა მათი თქმით ისაუბრეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმებზე.
"საუბარი შეეხებოდა ამ დოკუმენტის ყველა პუნქტს და იმას, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად და სად შეიძლება იყოს ის კომპრომისის ხაზი", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
"გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს აინტერესებთ, როგორია საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ხედვით გამოსავალი.
"ჩემთვის სამი პრინციპული საკითხია. პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ასევე ის, რომ ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელახლი არჩევნებია. ჩემთვის ასევე პრინციპულია, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში დავამთავროთ პოლარიზაცა და ერთპარტიული მმართველობა", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
