"ეს არის სინათლე გვირაბის ბოლოს" - სალომე ზურაბიშვილი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილის შემოტანას ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" ეხმაურება.
პრეზიდენტი მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, ვისი დახმარებითაც საქართველომ ვაქცინის მიღება შეძლო.
"ეს არის "სინათლე გვირაბის ბოლოს"! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი მაგრამ მსოფლიო ერთიანობით უფრო ძლიერია და ამ კრიზისს სოლიდარობით გადალახავს",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
