საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალია, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.
ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა არის ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს.
ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას,რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ და უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საფრანგეთი მზად არის რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა CNN - განუცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუჩაში ვიზიტს ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.ლაიენის თქმით, მისი კიევში ვიზიტის მიზეზი, უკრაინელი ხალხის მიმართ გვერდით დგომის გამოხატვაა.
მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ-ს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას გულისხმობს. მათ შორის, დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოსკოლების“ საქართველოს საჯარო სკოლებში დანერგვასა და ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას.
ხელმოწერის ღონისძიებაზე თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – წარმომადგენლობას სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით მოზარდებში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საერთო მიზნისკენ – აღვზარდოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ეკოსკოლები“ ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არჩეული თემის მიმართულებით შვიდივე საფეხურს დაასრულებს, მას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა.
საბოლოოდ, სკოლას სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე დროშის“ მოპოვება დაჯილდოებული სკოლების მსოფლიო რუკაზე განთავსებას გულისხმობს, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის. „ეკოსკოლა“ საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც, სკოლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ქუჩებისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
იაპონიის მთავრობა, UNDP და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ.
