''მე არ მიხარია არავის დაჭერა - კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ''
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება, -
ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მედიაში მუშაობის სტატუსი სამართლებრივ მოქმედებებს ვერ შეაჩერებს.
„კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი", - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არის თუ არა, კალაძე ასე პასუხობს: „არანაირი დამაზიანებელი არ არის არაფერი".
„კონკრეტულ ფაქტზე არის საუბარი, რა შუაშია დაზიანება?!" - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- "დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში" - პრემიერი
- ქათმის მკერდი სოკოთი
- "არ ველოდი, რომ პუტინი თურქეთში უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრებოდა" - ტრამპი
- "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე"- ირაკლი კობახიძე
- 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა