ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რათა ინტერვენციის ფასი კრემლისთვის გაუსაძლისი გავხადოთ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას. სამწუხაროდ, დღეს შეუძლებელი გახდა სანქციების მეექვსე პაკეტის შემუშავების დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა. ამ საკითხის განხილვას გააგრძელებენ ელჩები. ჩვენ იგივე სირთულეები გვაქვს ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე ერთიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ჯამში აღნიშნულმა თანხამ ორ მილიარდ ევროს მიაღწია.
„ეს არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი, რადგან ორი მილიარდის გარდა, წევრი ქვეყნები ბევრ აკეთებენ თავის მხრივ“, – აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინის ეკონომიკის დახმარება სავაჭრო ლიბერალიზაციის, სატრანსპორტო გადაზიდვების გამარტივების ზომებით.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს