''რუსეთის მმართველ ელიტაში არავინ აპირებს პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის მმართველ ელიტაში არავინ არ აპირებს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ეს გუნდი ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს და ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულები.
„მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს გუნდი მუშაობს მრავალი წლის განმავლობაში და ისინი ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი. ისინი დაკავშირებულები არიან ბევრი რამით, ბევრი ნაბიჯით, ბევრი დანაშაულით- ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივიჩნევთ დანაშაულად იმას, რაც ხდება ჩვენს წინააღმდეგ და ისინი გაერთიანებულები არიან. არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა. ვფიქრობ, რომ მათ ყველას მისი ეშინიათ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
