December 22, 2025

მაისი 04 2022

რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება.


მაისი 04 2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის გამოცხადებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას ეტაპობრივად შევაჩერებთ“, - განაცხადა ლაიენმა.

ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას.

ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი რანგის რუს სამხედრო ოფიცრებსა და სხვა პირებს, რომელთაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„ჩვენ ვიცით ვინც ხართ, თქვენ ამას ვერ გაექცევით“, - აღნიშნა ლაიენმა.

სანქციების სამიზნე ასევე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.


მაისი 03 2022

უკრაინა გაიმარჯვებს! უკრაინა იქნება თავისუფალი! - ასე მიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას.

მისი თქმით, მიესალმება იმ სიმამაცეს, რომელსაც უკრაინელები იჩენენ მაშინ, როდესაც თავდასხმა ხდება მათ თავისუფლებაზე.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს იმის გამო, რაც მან ჩაიდინა ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში.

„მე დავდიოდი თქვენი დედაქალაქის საყვარელ ქუჩებში და ვნახე საკმარისი უკრაინელების თავისუფლების შესახებ, იმისთვის, რათა გამეგო, რომ კრემლმა მის გათვლებში ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, საშინელი შეცდომა. მე ვუთხარი ყველას ვისაც ვიცნობდი, ყველა ვინც მოისმენდა, რომ უკრაინა იბრძოლებს და უკრაინა მართალი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები ვისაც სჯეროდა რუსეთის პროპაგანდის, რომ რუსეთის შეიარაღება იქნებოდა დაუძლეველი ძალა, რომელიც როგორც დანა კარაქში ისე გაივლიდა და კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა.

დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ ისინი ცდებოდნენ, ყველა ის სამხედრო ექსპერტი ცდებოდა, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა. პუტინის ომის მანქანის ე.წ. დაუძლეველი ძალა უკრაინელების პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის უძრავ ობიექტზე დაიმსხვრა. ეს უკრაინის საუკეთესოა დროა, რომელიც მომავალ თაობებს ემახსოვრებათ“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.


მაისი 03 2022

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.


მაისი 03 2022

პარლამენტიდან ბადრი ჯაფარიძე სწორედ იმიტომ გააგდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სიმართლე არ დადგენილიყო. ახლა გვეუბნებიან, რატომ არ ქმნით, დროებით საგამოძიებო კომისიასო.


მაისი 03 2022

პარტია „მოქალაქეები“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.


მაისი 03 2022

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა.


მაისი 03 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრისას სააკაშვილი შეუძლოდ გახდა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.


მაისი 03 2022

იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში, თითქმის 300 წელია, ხის კიბე დგას და მას ვერავინ ეხება.


მაისი 03 2022

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩის თქმით, აშშ-ს აქვს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას ,,მაისის შუა რიცხვებში" შეეცდება.


გვერდი 562 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.