December 22, 2025

მაისი 03 2022

,,გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და უყოყმანოდ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები სავარაუდოდ, თავად ებრაელებს შორის იყვნენ და რომ ჰიტლერს თითქოს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლება ამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წინა დღეს? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი დიპლომატი ნაცისტურ დანაშაულში ებრაელ ხალხს ადანაშაულებს. კიევში, ბაბინ იარზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუსული დაბომბვებისგან, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილი უბრალო ადამიანების სიკვდილის შემდეგ, მათი მინისტრის ანტისემიტური მიმართულება ნიშნავს, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი დაივიწყა, ან იქნებ მათ ეს გაკვეთილები არასოდეს უსწავლიათ", - განაცხადა ზელენსკიმ ზელენსკიმ დასძინა, რომ საინტერესოა, თუ როგორი გაგრძელდება ისრაელის ელჩის დიპლომატიური მისია მოსკოვში.


მაისი 02 2022

დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა.


მაისი 02 2022

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობადადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.


მაისი 02 2022

საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი,


მაისი 02 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის 67-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში რუსეთის ჯარების მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე გაამახვილა ყურადღება.


მაისი 01 2022

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს.


მაისი 01 2022

გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის გეგმებს, რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესახებ მხარს უჭერს.


მაისი 01 2022

თურქეთის პოლიციამ დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებიც სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შრომის დღესთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე შეკრებას ცდილობდნენ.


მაისი 01 2022

საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 287 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 617, „პისიარ“ ტესტით – 1 670.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 0,99%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 170 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 198 გამოჯანმრთელდა, 16 810 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 882 520 აცრა, დღიურად აცრილია 425.

ამასთან, 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 237 პაციენტი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.


მაისი 01 2022
რეცეპტი ჩვენს ფეისბუქჯგუფის წევრს, ვერიკო ჯაჭვაძეს ეკუთვნის. მკითხველების სხვა რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში.
 
ინგრედიენტები

პაპრიკა
წიწაკა
ქონდარი
ნიახური
ნიორი
ზეთი
ხახვი
პომიდორი
ბულგარული
წიწაკა
კარტოფილი
სტაფილო
ბადრიჯანი
ძროხის ხორცი ( ან ნებისმიერი ხორცი )


მომზადების წესი

ცალკე მოხარშეთ ხორცი, (რადგანაც დიდი დრო სჭირდება). მოხრაკეთხახვი, დაამატეთ პაპრიკა, ხასხასა ფერი რომ წამოვა, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, სტაფილო, კარტოფილი, ხორცი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, ხორცის ბულიონი იმდენი,რომ არ გათხელდეს სადილი. მოხარშეთ, ბოლოს მწვანილი, წიწაკა, ნიორი დამარილი დაამატეთ. გემრიელად მიირთვით.
 
 https://gemrielia.ge/
 

გვერდი 563 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.