შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
პარტიის "გირჩი-მეტი თავისუფლება" წევრი, გელა ხასაია დააკავეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დიდ ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდგომ განაცხადა.
ჩვენი მიზანი – 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც GORBI-ის კვლევას შეეხებოდა.
ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ევროკავშირის სპიკერისა და მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
“სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი არის რევოლუციების ცენტრი, სადაც ერთ დროს “ფრანკლინის გუნდი” მოქმედებდა, ახლა უკვე, სხვა დასახელებით, სხვადასხვა კლუბი თუ პროგრამა მუშაობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.
“4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
