ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს
ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ სამხედრო პირს, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის წევრები არიან. ABC-ს ორი წყაროს თანახმად, შემთხვევა თეთრი სახლიდან რამდენიმე შენობის დაშორებით მოხდა.
,,სიენენი" დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორ პატრიკ მორისიზე დაყრდნობით იუწყება, რომ დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის წევრების მდგომარეობა უცნობია. მანამდე მორისიმ თქვა, რომ გვარდიელები დახოცეს, თუმცა მოგვიანებით სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ვრცელდებოდა „წინააღმდეგობრივი ცნობები“ გვარდიელების მდგომარეობის შესახებ. იგივე მედია ორ სამართალდამცველზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გვარდიელები ჩაებნენ სროლაში ეჭვმიტანილ მსროლელთან. ეჭვმიტანილი დააკავეს და შემთხვევის ადგილიდან საკაცით გაიყვანეს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „მძიმედ არის დაჭრილი“.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
