September 17, 2025

ივლისი 30 2025

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის დაკავების ფაქტს.


ივლისი 30 2025

დღეს ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, უკლებლივ ყველა დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ივლისი 30 2025

„არსებობს კითხვები – რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული შს მინისტრის, თუ შესაბამისი პირების მხრიდან 20 ივნისს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიება,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.


ივლისი 30 2025

რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც უნდა - „ლელოში“ გახარიასგან განსხვავებით, მთელი პოზიცია იყო ის, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ, რატომ შეცვალეს ეს პოზიცია, ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.


ივლისი 30 2025

საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები ვიხილეთ, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა და არეულობის წახალისება წარმოადგენდა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


ივლისი 30 2025

სუს-მა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავა.



ივლისი 30 2025

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


ივლისი 30 2025

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


ივლისი 30 2025

რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


გვერდი 52 სულ 896
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.