"თუ გადაწყვეტა არ მოიცავს ყირიმის დეოკუპაციას, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე - ეს დროის კარგვაა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა. მიმაჩნია, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ შენს მიწას სრულად ვერ დაიბრუნებ, ომი უბრალოდ გაყინულია. მისი განახლება დროის საკითხია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მის თქმით, ყირიმის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დგება.
„მესმის, რომ ყველა დაბნეულია შექმნილი სიტუაციით და იმით, რა ბედი ეწევა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს გზა ყირიმის დეოკუპაციისკენ არასამხედრო გზებით, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „თუ გადაწყვეტა არ მოიცავს დეოკუპაციას და ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა”.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
