დეკემბერი 16 2022

11 აპრილიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, 1040 აფთიაქში მე-2 ჯგუფის წამლების ელექტრონული რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი გამოვლინდა.


დეკემბერი 16 2022

რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.


დეკემბერი 15 2022

მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.


დეკემბერი 15 2022

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის კადრებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობს. ჟურნალისტებთან კომენტარში თეა წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელის "არიდებითაა დაკავებული".


დეკემბერი 15 2022

საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას "კორუფციული საფუძველი ჰქონდეს". ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი.

"საქართველოს ფსევდო მოყვარული ადამიანები, თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწევენ ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი. გონივრული და საფუძვლიანი ეჭვია, რითაც შეიძლება გამართლდეს მათი მოქმედება, რომ საფუძველი შეიძლება იყოს კორუფცია. სხვა ახსნა ასეთ მავნებლობას არ აქვს. ამას ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია და მხოლოდ ფინანსებზე არაა საუბარი. სხვა ახსნა, რომ სემ მიქსერმა, რომელიც მხარი არ დაუჭირა შესწორების შემდეგ, ახსნადი არაა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე მავნებლობა უწოდა რეზოლუციას მასში არსებული ჩანაწერების გამო:

"წარმოიდგინეთ, მე როგორც კანონმდებელს, გამომქონდეს რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ლობისტებმა ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ, რომ მე მხარი არ დავუჭირო. რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია. მთლიანად ეს რეზოლუცია ლობისტების მიერ ჩამატებული, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო არის მავნებლობა საქართველოს მიმართ",-განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ, 14 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით. დეპუტატები წუხან, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში მოხსენიებულია არა მხოლოდ "ყოფილ პრემიერ-მინისტრად", არამედ "ოლიგარქადაც".


დეკემბერი 15 2022

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს, ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოსაპოვებლად ერთადერთი თამაშის მოგება სჭირდება.


დეკემბერი 15 2022

მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, იღებდეს იმ სამედიცინო დახმარებას, რაც ესაჭიროება და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესით უზრუნველყოფის უფლება. ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.


დეკემბერი 15 2022

საქართველოში გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფი, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნულ კონფერენციას მართავს.


დეკემბერი 14 2022

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.


დეკემბერი 13 2022

ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ? ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი და მართლა თუ გეომება, გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


გვერდი 505 სულ 989
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.