"დროა, ოპოზიციამ დატოვოს.პარლამენტი, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი"
მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, უნდა შეიქმნას საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი.
„როდესაც მთელ მსოფლიოს ვთხოვთ გვერდით დგომას და ეს ასეც ხდება, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოქმედებისა და ბრძოლის მაგალითი. მიკვირს, რატომ ზის დღემდე ოპოზიცია ე.წ. საქართველოს პარლამენტში, რატომ უმაგრებს ზურგს უკვე გაკოტრებულ და ჩამოგდებულ მსოფლიოსგან „დაბრაკულ“ დიქტატორს. მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი თქვენც და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, დავდგეთ გარეთ ხალხთან, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი, დავუძახოთ გმირ ადამიანებს ქუჩაში, რაც იქნება გარანტია, რომ უმოკლეს დროში რეჟიმი დაამთავრებს თავის არსებობას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
