"დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა"- ელენე ხოშტარია
დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „აღიარებული ტერორისტია".
„დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა. მათ ასეთი დავალება აქვთ მიღებული, რომ ვალერი კვარაცხელიას და მონების რომლებიც ჩვენი სახელით მადლობას უხდიან პუტინს, კომფორტი შეუქმნან. ამის უფლება მათთვის არავის მიუცია. ჩვენს ხმას მათ მაინც გავაგონებთ. პუტინი აღიარებული ტერორისტია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
