December 24, 2025

მარტი 25 2024

საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დასრულდება.

 

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

 

„ჩვენ დეტალურად გქონდა საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გამკლავების კუთხით, რომელიც ჩვენი რეგიონის წინაშე არის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება. საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გულთბილი დახვედრისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში, ამაზე ჩვენ გვქონდა ჩვენი შეხვედრის დროს საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ის მაღალი დინამიკა, რომელიც დღეს ჩვენს პარტნიორობას ახასიათებს. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,-განაცხადა კობახიძემ.


მარტი 25 2024
ინგრედიენტები

მარტი 25 2024

რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.


მარტი 25 2024

საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება, რათა განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.


მარტი 22 2024

პოდიუმის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს ყოველდღიური რუტინა გაუზიარა: ის იყენებს დიდი რაოდენობის ვიტამინებს და სამი შრატის ნარევს კანისთვის.


მარტი 22 2024
 ინგრედიენტები

მარტი 22 2024

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.



მარტი 21 2024

კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა ბათუმში მდებარე ექვსი კვების ობიექტი - მიზეზი არის ის, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ისინი სტუმრებს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ მომსახურებას. სერვისის მიღება ძირითადად რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი.


მარტი 21 2024

ბრიუსელში გამართულ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოვიდა.


გვერდი 364 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.