„გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა - პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა "- მამუკა ხაზარაძე
„გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია“.
„გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია.
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს საბჭოთა მმართველობა საქართველოში!“- წერს მამუკა ხაზარაძე.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
